Synod Down – ასოციაციის პასუხი წმინდა სინოდის რუსოფილ მღვდელმთავრებს

Synod Down – ასოციაციის პასუხი წმინდა სინოდის რუსოფილ მღვდელმთავრებს

ასოციაციის განცხადება ”ტვ ფორმულაზე ” გასულ სიუჟეტზე
მიმართვა საგამოძიებო უწყებებს
სხალთელი ანტივაქსერი ეპისკოპოსის ქადაგება მკვლელობის ტოლფასია

Synod Down

როგორც ასოციაციის განცხადებაში (07.02.2021) კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ვწერდით, იგეგმებოდა საეკლესიო საბოტაჟი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ, რაც გულისხმობდა პრორუს ეპისკოპოსთა ჯგუფის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის გადაყენების მცდელობას (შეგახსენებთ, რომ მსგავსი მცდელობის შესახებ თავის დროზე საუბრობდნენ მღვდელმთავრები გრიგოლ ბერბიჭაშვილი, იაკობ იაკობიშვილი, პეტრე ცაავა) და უკანონო მოსაყდრის, უპირველესი პრორუსი ეპისკოპოსის, მიტროპოლიტ შიოს მხარდამჭერი კანდიდატების ეპისკოპოსებად გამორჩევას, როგორც ეს 2010 წელს მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) სასარგებლოდ უნდა მომხდარიყო.

ქართულ-უცხოური მედიის საერთო და შესაშური აქტიურობით და საზოგადოების მართებული რეაგირებით, აღკვეთილ იქნა ბოროტმყოფელთა ჯგუფის უკეთური განზრახვა, სისრულეში მოეყვანათ რუსული ეკლესიის გეგმები, კერძოდ, პრორუსი ეპისკოპოსების გამორჩევა და უკანონო მოსაყდრის გაპატრიარქების პროცესების მომზადება.

ასოციაციის დროულმა და აქტიურმა პრევენციამ წყობიდან გამოიყვანა წმინდა სინოდის სწორედ ის მღვდელმთავრები, რომლებიც რუსულ ფრთას წარმოადგენენ საპატრიარქოში. სწორედ ამიტომ გავხდით მათი და მათი ‘‘ტროლ-ბოტების‘‘ თავდასხმების სამიზნე და მხილების გამო შეშინებულებმა ვერ გაბედეს სინოდის განჩნებაში ‘‘რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის სახელის ხსენებაც კი‘‘.

შეკვეთილი და ბინძური სტატიების დამკვეთნი ჩვენ გვადანაშაულებენ სიცრუეში; საზოგადოების პოლარიზების შემოქმედნი მუქარით გვემართლებიან საზოგადოების გაღიზიანებას; პოპულისტური და ერეტიკული ქადაგებების ავტორები ჩვენს (არარსებულ ) პოპულიზმზე ცუდმეტყველებენ; წმინდა ამბიონთა შემრყვნელები გვემართლებიან, არაქრისტიანულ და უპასუხისმგებლო ქმედებებს, თითქოს ჩვენზე, ჩვენს ‘‘ჯიპებსა‘‘ თუ ‘‘ღიპებზე‘‘ კეთდებოდეს ყოველდღიურად გადაცემები; თითქოს ჩვენ გვქონდეს კომერციული კომპანიები, მდიდრული ვილები თუ რეზიდენციები; თითქოს ჩვენ გვილოშნიდნენ ხელებსა თუ ფეხებს; თითქოს ჩვენ ვფლობდეთ რაიმე სახის ძალაუფლებასა და თუ გავლენას საბრალო მრევლზე, რომელიც მსგავსი სასულიერო იერარქების შემყურე, გაჩენის დღეს იწყევლის; თითქოს ჩვენ ვიყოთ ჰედონიზმში ჩაფლულნი;

თითქოს, თითქოს……

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ეს მათი ბოლო მცდელობა არ იყო და ისინი კვლავ შეეცდებიან ქართული ეკლესიის დაყოფასა და დანაწევრებას და რუსული ეკლესიის გავლენის გაზრდას თუ გაძლიერებას წმინდა სინოდში.

რუსული გავლენების დასტურად ისიც საკმარისია, რომ სინოდის განჩინებაში არ აისახა რუსეთის ეკლესიის აგრესიული სულიერი ოკუპაციის ა რ ც ე რ თ ი საკითხი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიიაზე.

საზოგადოებას ვპირდებით, რომ არ შევწყვეტთ საქართველოს მართლ. ეკლესიის დაცვისთვის ზრუნვას და მუდამ შევეწინააღმდეგებით რუსული საპატრიარქოს გავლენებს ჩვენს ეკლესიაში.

COMMENTS