გვინდა გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლიც ეხებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის რწმუნებულებს მონიტორინგის განხორციელების მიზნით არ შეშვებას სხალთის მთავარეპისკოპოსისის, სპირიდონის(აბულაძე) მიერ.
ხსნებულ პანსიონს აკონტროლებს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, რომელიც გამოირჩევა მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი სიტყვითა თუ საქმით და მიგვაჩნია, რომ მისი ხელმძღვანელობა არასრულწლოვანთა სოციალური გავითარებისა და კეთილდღეობისათვის ხელისშემშლელია და იგი ჩამოცილებულ უნდა იქნას ბავშვების ზედამხედველობისაგან.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქმოქმედებს თვითნებურად და ის ემორჩილება პირადად ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტ შიოს(მუჯირი), რომელიც თავის თანაშემწესთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად არაკეთილგანწყობილია საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ.
მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველჰყონ სახალხო დამცველის ოფიციალური და უფლებამოსილი პირების შეშვება ბავშვთა პანსიონში.
COMMENTS