იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კოვიდპანდემიას ყველა საშუალებით ებრძვის, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 102 მილიონამდეა, ახლობლები უნუგეშოდ დასტირიან საკუთარ მიცვალებულებს, სხალთის ეპისკოპოს სპირიდონის (აბულაძე) და მისი მსგავსი სხვა სასულიერო პირების ანტივაქსერული ქადაგებები არის მკვლელობის ტოლფასი. ვაქცინა არის ჯერჯერობით ერთადერთი საშუალება ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და დაუშვებლად მივიჩნევთ ვაქცინის შესახებ შექთქმულების თეორიების პერმანეტულ გავრცელებას, რომელიც ძირითადად რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივზეა დაფუძნებული.
მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაუყოვნებლივ მოიწვიოს წმინდა სინოდი და კრებსითად აკრძალოს მსაგვსი მავნებლური და ადამიანთა სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ქადაგებების გავრცელება სასულიერო პირების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში კათოლიკოს- პატრირქი და წმინდა სინოდი პასუხისმგებელნი იქნებიან ყველა იმ ადამიანის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის დაზიანების გამო, რომლებიც შეთქმულების ყალბი თეორიის მოყვარული ფანატიკოსი სასულიერო პირების გავლენით უარს იტყვიან ვაქცინაზე.
შევნიშნავთ იმასაც, რომ ეპისკოპოს სპირიდონის ანტივაქსერული ქადაგებების პარალელურად საზოგადოებაში ვრცელდება დასაბუთებულ ვარაუდზე დამყარებული ინფორმაცია ზოგიერთი მაღალი იერარ
COMMENTS