ა/წ 30 იანვარს სქართველოს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა კატოგრაფების საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა.
განცხადების შინაარსზე ზედაპირული დაკვირვებითაც კი ნათლად სჩანს, რომ საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში გვევლინება დაინტერესებულ მხარედ, რომელიც ცდილობს მოახდინოს ხისტი და აგრესიული ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურებზე. ეს დასტურდება წერილში წარმოდგენილი ტექსტის შემდეგი ამონარიდით: ”პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი”.
ამავე დროს, საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციის თანამშრომლები თუ მათთან ასოციებული პირები, სასულიერო პირებთან ერთად ახდენენ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დემონიზებასა და დისკრედიტაციას, რაც ხელს უშლის გამოძიების ობიექტურად და დაუბრკოლებლად წარმართვას.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, თავი შეიკავოს საზოგადოების მაპროვოცირებელი განცხადებისაგან და დააცხროს ეგზლატირებულად განწყობილი სასულიერო პირები, რომლებიც ,,გარეჯი საქართველოა” – ს ხშირ შემთხვევაში ფარისევლური შეძახილებით იფარგლებიან, თუმცა კი საპატრიარქოს მმართველი აპარატის მსგავსად, არასდროს არ რეაგირებენ არც რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ეპარქიების მითვისებისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის ამჟამინდელ, უმძიმეს მდგომარეობაზე.
COMMENTS