საქართველოს ეკლესიის მეთაურის ქმედება სცდება ქრისტიანულ სამართლიანობას

საქართველოს ეკლესიის მეთაურის ქმედება სცდება ქრისტიანულ სამართლიანობას

Synod Down – ასოციაციის პასუხი წმინდა სინოდის რუსოფილ მღვდელმთავრებს
საპატრიარქო ე.წ. კარტოგრაფების საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი – AORE
ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად საქართველოს ეკლესია ოკუპირებულია – AORE

როგორც ცნობილი გახდა, ა/წ 24 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II წმინდა კირილეს და მეთოდეს ხსენების დღესთან დაკავშირებით გულთბილი წერილი გაუგზავნა რუსეთის ეკლესიის პირველიერარქს, კირილე გუნდიაევს და მას ანგელოზის დღე მიულოცა. სამწუხარო და მიუღებელია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სისხლისმღვრელი ომის ფონზე, როცა რუსეთის პატრიარქის მიერ მხარდაჭერილი და წახალისებული პირსისხლიანი ჯარისკაცები უმოწყალოდ ხოცავენ უდანაშაულო ხალხს და მათ შორის ბავშვებს, საქართველოს ეკლესიის მეთაური მსგავსი შინაარსის წერილს უგზავნის ანტიქრისტეს საქმეთა განმახორციელებლ რუს კოლეგას.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეკლესია განაგრძობს საქართველოს ეკლესიის ეპარქიების ოკუპაციას, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის ტიტულის შერყვნას, რაზეც საქართველოს საპატრიარქოს არასდროს გამოუთქვამს შესაბამისი პრეტენზია.

ამას ემატება კირილე გუნდიაევის მიერ გამოხატული მხარდაჭერა და მილოცვა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ახალი ლიდერის, ,,პრეზიდენტ” ალან გაგლოევსადმი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკლესიის მეთაურის ქმედება სცდება ქრისტიანული სამართლიანობის, ჩაგრულთა მიმართ ადამიანური თანაგრძნობისა და ეთიკური ნორმების საზღვრებს, შეიცავს ეროვნული ინტერესების ღალატს.

COMMENTS