საპატრიარქო ე.წ. კარტოგრაფების საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი – AORE

საპატრიარქო ე.წ. კარტოგრაფების საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი – AORE

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
საგანგებო რეკომენდაციები წმინდა სინოდს
დეკანოზ თადეოზს შეუჩერდეს ღვთისმსახურების უფლება გარკვეული ხნით – AORE

“რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის” კოლეგია, კარტოგრაფების სკანდალთან დაკავშირებით მორალურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქოს ვაკისრებთ, რომელიც უკანასკნელი ოთხი თვის მანძილზე, ვიდრე “ბრალდებულებს”: ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ, არ წყდებოდა სასულიერო პირთა მხრიდან დაუსაბუთებელი, პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვიწროდ მოტივირებული და კონიუქტურით ნაკარნახევი ცილისმწამებლური რიტორიკა.

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ “ქართველ თეოლოგთა საშობაო ეპისტოლეშიც” მკაფიოდ აღინიშნა: “ვგმობთ საქართველოს საპატრიარქოს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში პირდაპირი და ცხადი მონაწილეობისთვის (იხ. არქიმ. კირიონ ონიანის ქმედებები, საპატრიარქოს პრესპიკერ დეკ. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებები და ა.შ.), რომლის შედეგად ორი ხანდაზმული მეცნიერი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, ციხეში გამოამწყვდიეს.

საქართველოს საპატრიარქო ამ საქმეში წარსდგა, როგორც ბრალმდებელი და ეს ადამიანები ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. ამასთან, პრესცენტრის ხელმძღვანელმა – დეკ. ანდრია ჯაღმაიძემ გამოთქვა მზაობა და წინასწარი ანონსი დამატებით სხვა პირთა დაპატიმრებისა, რაც შინაარსობრივად ძალზე გამაოგნებელ სიშლეგეს და თავხედობას გულისხმობს განმცხადებლის მხრიდან”.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რადგან პოლიტიკური ისტაბლიშმენტის არცერთ მხარეს, არ ჰყოფნის გამბედაობა, ობიექტურობა, სეკულარული ღირსება და სამოქალაქო მსოფლშეგნება, იმისათვის, რათა დასძლიოს კონფორმისტული თუ მაამებლური დუმილი და აღიაროს საპატრიარქოს დანაშაულებრივი წვლილი უსამართლოდ დევნილი კარტოგრაფების საქმეში, თეოლოგთა სპექტრი, იძულებული ვართ, ტოტალური უსამართლობის გამომწვევ უმთავრეს ფიგურანტებსა და აქტორებს მხილებითად შევეხოთ, რომელთა ვინაობაც ზემოთ წარმოგიდგინეთ.

სურათი აღებულია ”megatv.ge” – დან

COMMENTS