რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
მეუფე იაკობი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას აანონსებს
ასოციაციის განცხადება საქართველოს ეკლესიის ტერიტორიაზე რუსეთის საპატრიარქოს შემოჭრაზე

საქართველოს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ბატონ გიორგი ჩალაძის განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირს და მაღალჩინოსანს. კულუარულად ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 17 დეკემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის ორთვიანი მკაცრი კარანტინის დასრულება და წირვა-ლოცვებზე გამოჩენა სწორედ მისთვის ფარულად ჩატარებული ვაქცინაციის შედეგია.

ჩვენ ვთხოვთ საპატრიარქოს: დაადასტუროს, ან უარყოს გავრცელებული ინფორმაციები. დადასტურების შემთხვევაში კი აუცილებელია გასაჯაროვდეს იმიერარქთა სია, ვინც უკვე ვაქცინაცია ჩაიტარა. იმ საგანგაშო მოცემულობაში, როდესაც ეკლესიის და მორწუნეობის სახელით არაერთი მოძღვარი და მრევლის წევრი ეწევა ანტივაქსერულ კამპანიას, სატანურად და ცოდვად აცხადებს ვაქცინაციას, საქართველოს პატრიარქის და სხვა იერარქების პირად მაგალითს გასაჯაროვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის, მოსახლეობის ფართო მასებში ანტიმეცნიერული და ანტისამედიცინო ბნელი პოზიციების დაძლევისათვის.

COMMENTS