რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

საგანგებო რეკომენდაციები წმინდა სინოდს
აუცილებელია ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა რუსეთის ეკლესიასთან
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

როგორც ცნობილი გახდა ( სტატია იხილეთ აქ ) 2021 წლის 7 იანვარს სჯულის კანონის უხეში დარღვევით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში (ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის ქვეშაა, წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

რუსეთის ეკლესია უკვე მერამდენედ ურცხვად იჭრება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე, რასაც დაუშვებლად მივიჩნევთ. მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსა და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს, ისაიას (ჭანტურია) მოახდინონ უსწრაფესი რეაგირება ხსენებულ ფაქტზე და საჯარო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნონ რუსეთის პატრიარქს.

თხოვნით მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, შეაფასონ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური მოქმედებები საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ.

COMMENTS