რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

ასოციაციის განცხადება საქართველოს ეკლესიის ტერიტორიაზე რუსეთის საპატრიარქოს შემოჭრაზე
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
მეუფე იაკობი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას აანონსებს

როგორც ცნობილია, გუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ამავე ეპარქიის დეკანოზს, ილია კარკაძეს ანტისემიტური ქადაგების გამო სიტყვიერი შენიშვნა მისცა. იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული დეკანოზის შეურაცხმყოფელი ქადაგება ნასაზრდოები იყო მიტროპოლიტ იოანეს ანტისემიტური ქადაგებიდან, დაუშვებლად მიგვაჩნია პასუხისმგებლობის მოხსნა და მხოლოდ დეკანოზ ილია კარკაძისთვის შენიშვნის მიცემა. საკითხი ამით ვერ ამოიწურება!

მოვუწოდებთ მიტროპოლიტ იოანეს, რათა ეკლესიის კეთილდღეობისათვის, ებრალთა და ქართველთა საუკუნოვანი მეგობრობის დაცვისა და გაძლიერებისათვის, დატოვოს სამღვდელმთავრო ხარისხი.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და წმინდა სინოდს, რომ დაეხმაროს მიტროპოლიტ იოანეს ძემოთხსნებული გადაწყვეტილების მიღებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, მიმდინარე მოვლენები არასასურველ და უხერხულ გაგრძელებას გამოიწვევს, რაც არავისთვის არ იქნება სასარგებლო.

COMMENTS