გუშინ, 13 დეკემბერს გიორგი დარასელიას საავტორო გადაცემაში იღუმენმა მიქაელმა (ბრეგვაძე) სილვილის ენის გამოყენებით ძალადობისკენ წააქეზა მრევლი იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს ცალკეულ წარმომადგენლებს აკრიტიკებენ.
ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ხსნებული იღუმენის მიზანმიმართულ საქციელს და მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, მიტორპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) და სახალხო დამცველს მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ იღუმენი მიქაელი წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილებას.
COMMENTS