რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი უნდა ჩამოსცილდეს ბავშვების ზედამხედველობას
შეშფოთებას იწვევს მღვდელმთავართა მიერ საკუთარი სტატუსის ბოროტად გამოყენება
მიმართვა საგამოძიებო უწყებებს

გვინდა დიდი გულისტკივილით გამოვეხმაუროთ ა/წ 26 დეკემბერს ტელეკოპანია ”ფორმულასა” და ”მთავარ არხზე” გასულ სიუჟეტებს, სადაც ასახული იყო სასულიერო პირთა უმძიმესი ზნეობრივი გადაცდომანი.
სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქოს გაუაზრებელ, ნაჩქარევი და არა სახარებისეულ პრინციპებზე დამყარებული საკადრო პოლიტიკა (ეს ეხება არამარტო დიაკვნებისა და მღვდლების, არამედ ეპისკოპოსების ხელდასხმებსაც) დიდ ზიანს აყენებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს საზოგადოებას.
მოვუწოდებთ წმინდა სინოდს შეიმუშაოს წმინდა დიდ სჯულისკანონზე დაფუძნებული საკადრო პოლიტიკა და დროულად აღკვეთოს უღირსი პირების ხელდასხმები სასლიერო ხარისხში, ხოლო დამნაშავენი დროულად განაკანონოს.

COMMENTS