ასოციაციის განცხადება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადების მიხედვით მშენებარე ნამახვანჰესის მიმდებარედ სამღვდელოების და მრევლის ლიტანიითა და ლოცვით აღმართული ჯვარი მოხსნეს და ბაგრატის ტაძარში მიიტანეს ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის თანხმობითა და კურთხევით, რის გამოც მოსახლეობა უკიდურესად აღშფოთებულია. მიტროპოლიტ გამრეკელის ეს ქმედება სხვა არაფერია, თუ არა წმინდა ჯვრის შურაცხყოფა და სამღვდელოების და მრევლის მიტოვება განსაცდელში, რომელთაც ეს წმ. ჯვარი სასოებით აღმართეს. ცხადია, რომ იოანე გამრეკელის ამ კონფორმიზმის უკან ხელისუფლებასთან მერკანტელური კოჰაბიტაცია იმალება. ვთხოვთ საპატრიარქოს, დააფიქსიროს ნამახვანჰესის მშენებლობასთან მიმართებაში და ჯვრის დემონტაჟის შესახებ საკუთარი პოზიცია.
სურათი აღებულია publika.ge – დან
COMMENTS