მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით

მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით

დაუშვებელია ძალადობაში მხილებული პირების ეპისკოპოსად კურთხევა
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
მეუფე სტეფანეს და სერგის გამონათქვამები მიმართულია საქართველოს რეგიონების დამცრობისა და დაპირისპირებისაკენ

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით

„შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი,
სულგრძელ და დიდად მოწყალე“ (ფსალმ.102,8).

თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო!

როგორც მოგეხსენებათ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე არის საქართველოს საპატრიარქოს ინტრიგების მსხვერპლი, რომლის შეწყალების ძალა არც თქვენ და არც თქვენს წინამორბედ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს არ აღმოაჩნდა, რაც ძალიან სამწუხაროა, მოცემული მდგომარეობა აშფოთებს საზოგადოებას და სიცოცხლეს უსპობს თვითონ მსჯავრდებულს და მის ოჯახს.

თუკი გწამთ მომავალი ცხოვრების, თუკი წმინდა ნინოს გზის ჯვრით ხელში გავლა სარწმუნოებრივ აქტს წარმოადგენდა, თუკი ვაზის ჯვარი, რომელსაც მოშურნეობით დაატარებდით – მასზე ჯვარცმულის პატივისცემასა და სიყვარულს გამოხატავდა, უნდა მიბაძოთ იესო ქრისტეს, რომელიც არის მოწყალების, თანალმობისა და დიდსულოვნების ჭეშმარიტი სახე და ცოცხალი მაგალითი, სწორედ მისდამი სასოებით განწყობილს გევალებათ აჩვენოთ სიმამაცე, გაიაროთ „სცილასა და ქარიბდას“ შორის და შეიწყალოთ დეკანოზი გიორგი მამალაძე.

გამოიყენეთ თქვენი დისკრეცია და კონსტიტუციური უფლება, მიუხედავად რისკებისა და შედეგებისა, და ამით დაემსგავსეთ თვით შემოქმედს, წმინდა სამებას, რომელმაც ადამიანი, რომელზეც იცოდა, რომ შესცოდავდა, თავის ხატად და მსგავსად შექმნა.

წინააღმდეგ შემთხვევაში არც თქვენ იქნებით უფლის პირუთვნელ სამსჯავროზე შეწყალებული და ტრიუმფატორი იერარქები ვერაფრით დაგეხმარებიან.
ნუ მიბაძავთ უსინდისო ნეიტრალურობაში გახევებულ პილატეს და ეგოიზმში გაჯიუტებულ ჰეროდეს, რომლებმაც მართალი კაცი სასიკვდილოდ გაწირეს.

ქრისტიანული რწმენის გამო, ვალდებული ხართ უძლურებაში მყოფი დეკანოზი დაუბრუნოთ ოჯახს, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებს.

პატივისცემით,

რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია
11.02.2021 წელი

COMMENTS