მეუფე იაკობი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას აანონსებს

მეუფე იაკობი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას აანონსებს

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს ეკლესიის მეთაურის ქმედება სცდება ქრისტიანულ სამართლიანობას
მიტროპოლიტ სტეფანეს ნაჩქარევმა ქმედებებმა გაართულა პრობლემების გადაჭრის პროცესი

დღეს, წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაში, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) ღიად ისაუბრა ეკლესიის მხრიდან სახლმწიფოს საქმეებში მოსალოდნელ ჩარევაზე. შეგახსნებთ, რომ საქართველო დებულებითად არის სეკულარული ქვეყანა და სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობა გამიჯნულია. არც სახელმწიფოს აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის შიდა საკითხებში და არც ეკლესიას გააჩნია უფლება ჩაერიოს სახელმწიფოს ფუნქციებში. კონსტიტუციურად დამოწმებული განწესების გარდა, ეკლესიის საქმიანობის სფერო სახარების მიხედვით უნდა შემოიფარგლოს და მხოლოოდენ მისიოლოგიის, ევანგელიზაციისა და საქველმოქმედო პროფილის საქმიანობით წარმოჩინდეს და არა პოლიტიკანობითა და პაპოცეზარისტული ნაბიჯებით.

ამასთან, შემაშფოთებელია შემდეგი გარემოებაც: გარდა არამართლზომიერი ქადაგებისა, მეუფე იაკობისაგან შემდეგ ინტერვიუშიც შეინიშნებოდა მუქარისა და დაშინების ტონი, რაც ყოვლად მიუღებელ და დასაგმობ ფაქტად მიგვაჩნია.

მოვუწოდებთ მთავარეპისკოპოს იაკობს, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთებისგან.

ასევე მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს მოახდინოს რეაგირება ხსნებული იერარქის არანორმატიულ ქადაგებაზე.

COMMENTS