დიდ შეშფოთებას იწვევს მეუფე სპირიდონის ანტივაქსერული ქადაგებები

დიდ შეშფოთებას იწვევს მეუფე სპირიდონის ანტივაქსერული ქადაგებები

ასოციაცია-დაუშვებელია ანტისემიტიზმი და არმენოფობია
დაუშვებელია ძალადობაში მხილებული პირების ეპისკოპოსად კურთხევა
ასოციაციის განცხადება გელათის ტაძრის შესახებ

AORE ს განცხადება

სამწუხაროდ, სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) აგრძელებს წმინდა ამბიონის შერყვნას და თითქმის ყოველ დღე ქადაგებს სიძულვილის ენით(შესაბამისი ვიდეობი მის ფეისბუქ გვერდზეა განთავსებული). მისი სიტყვიერი დევნის ობიექტები არიან სხვადასხვა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული რელიგიური კონფესიები. ცალკე აღნიშვნის ღირსია სპირიდონ აბულაძის წარმოუდგენელი და უდიერი დამოკიდებულება დანარჩენი მართლმადიებელი ეკლესიების მიმართ, რომლებიც, მისი შეთქმულების თეორიის მიხედვით დააჩოქეს და არასულიერ საქმეებს აკეთებინებდენ.

დიდ შეშფოთებას იწვევს მეუფე სპირიდონის ანტიპროპაგანდისტური ქადაგებები კოვიდ ვაქცინის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც წმინდა სინოდმა ვაქცინაციის პროპაგანდაზე უარი თქვა.
ეს იწვევს საზოგადოების კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას და წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო ქმედებას.

საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებული მოქალაქეების, მათ შორის სასულიერო პირების, ხსოვნის შეურაცხყოფად მიგვაჩნია მეუფე სპირიდონის მიერ სტალინის ხოტბის შესხმა, რაც ხალხის აზროვნებაში აღრმავებს მისდამი მითიურ დამოკიდებულებას და აზიანებს მათ გონებას.

მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ე.წ. ზნეობრივ კომისიას, რომელიც ძირითადად მიკერძოებულ ხასიათს ატარებს, გამოიკვლიოს, შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს სხალთელი მღვდელმთავრის არაქრისტიანულ ქადაგებებზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებულნი ვიქნებით ეს ინფორმაცია გადავუგზავნოთ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს და ვამცნოთ, რომ საქართველოს საპატრიარქო ჩართულია მათი ეკლესიების დისკრედიტაციის საქმეში და განსაკუთრებული შეტევა მიმდინარეობს მსოფლიო საპატრიარქოსა და მის მეთაურზე, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსზე.

COMMENTS