დაუშვებელია ძალადობაში მხილებული პირების ეპისკოპოსად კურთხევა

დაუშვებელია ძალადობაში მხილებული პირების ეპისკოპოსად კურთხევა

სხალთელი ანტივაქსერი ეპისკოპოსის ქადაგება მკვლელობის ტოლფასია
რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
ასოციაციის განცხადება საქართველოს ეკლესიის ტერიტორიაზე რუსეთის საპატრიარქოს შემოჭრაზე

ასოციაციის განცხადება

მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ა/წ 11 თებერვალს, წმიდა სინოდმა ეპისკოპოსებად უნდა გამოარჩიოს სვეტიცხოვლის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სერაფიმე (ჭედია) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ორივე მათგანი არის სხვადსხვა დროს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტებზე ძალადობაში არაერთგზის მხილებული, რასაც დღემდე, სამწუხაროდ საქართველოს საპატრიარქოის მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

არათუ ეპისკოპოსად გამორჩევა, არამედ მათი სამღვდელო ხარისხში ყოფნაც კი უდიდესი შეურაცხჰყოფაა სჯულისკანონისა, რომლის მიხედვიდაც ისინი ძალადობის გამო სამღვდელო ხარისხიდან განკვეთას იმსახურებენ.

აქედან გამომდინარე, უკიდურესად არამართებულად მივიჩნევთ ზემოთ ნახსენები სასულიერო პირების ეპისკოპოსად ხელდასხმას და მოვუწოდებთ საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს და წმინდა სინოდს არ დაუშვან ეს უმძიმესი შეცდომა და საზოგადოების კიდევ ერთხელ პოლარიზება.

COMMENTS