რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
ა/წ 17 მარტს რუსეთის ომს უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის, გია ბერუაშვილის და დავით რატიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ საკუთარი თავი არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მშვიდობისათვის მიიტანეს ომის სამსხვერპლოზე.
მიგვაჩნია, რომ საქართველოში ჩამოსვენების შემდეგ მათი ცხედრები სამების ან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უნდა დასვენდეს, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს გმირულად დაღუპული, რუსეთის აგრესიას შეწირული ჩვენი ჯარისკაცები სათანადო პატივით გააცილოს უკანასკნელ გზაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს უზრუნველჰყოს შესაბამისი პროცედურები.
COMMENTS