ასოციაციის განცხადება ”ტვ ფორმულაზე ” გასულ სიუჟეტზე

ასოციაციის განცხადება ”ტვ ფორმულაზე ” გასულ სიუჟეტზე

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადება
ასოციაციის განცხადება საქართველოს ეკლესიის ტერიტორიაზე რუსეთის საპატრიარქოს შემოჭრაზე
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი უნდა ჩამოსცილდეს ბავშვების ზედამხედველობას

მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს მზაობას, რაც გუშინ საპატრიარქოს პრესპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააჟღერა განიხილონ არქიმანდრიტ გრიგოლისადმი (აბაშიძე) არსებული საჩივარი. ასევე მოვუწოდებთ მათ, მსგავსი მოშურნეობით დაინტერესდნენ იმ სასულიერო პირთა საქმეებით, რომელნიც მხილებულნი არიან ნარკომანიაში, პედოფილიაში,  მრუშობასა და სხვა უმძიმეს ქმედებებში. აგრეთვე, აუცილებლობად მივიჩნევთ იერარქიისა და სამღვდელო დასის წევრთაგან, იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელნიც საჯაროდ, წმინდა ამბიონებიდან ქადაგებენ ანტისემიტიზმს, ქსენოფობიას, სიძულვილს, მკრეხელობას, მწვალებლობას; ასევე ავრცელებენ შეთქმულების კონსპიროლოგიურ თეორიას კოვიდპანდემიისა და კოვიდვაქცინის შესახებ. გარდა ამისა, საპატრიარქო უნდა დაინტერესდეს და რეაგირება მოახდინოს ზოგიერთ სასულიერო პირთა ძალადობრივ ქმედებასა და ძალადობისკენ წახალისებაზე.

COMMENTS