როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) წმინდა სამების ეკლესიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან ირკვევა იხილეთ ბმული , რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან საქართველოს სამოციქულო საყდრის კანონიკურ ტერიტორიაზე თვითნებურ შემოჭრას მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია. თავად ხსენებული ცხინვალის წმ. სამების ეკლესია აშენდა ორიოდე წლის უკან ვლადიკავკაზის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს კურთხევით დასახელებული მღვდლის უშუალო ხელმძღვანელობით იხილეთ ინფორმაცია 1 2 3 . ამის ფონზე არასაკმარისად ვთვლით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს 2021 წლის 13 იანვრის წერილს ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მიმართ, სადაც დაყენებული იყო მხოლოოდენ რიგითი მღვდლის პასუხისმგებლობის საკითხი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მღვდელი სერგი კოკოევი ერისკაცობაში, 2004-2008 წწ. მონაწილეობდა სამხედრო-საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ ინფორმაცია იხილეთ აქ და აქ.
პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ადგილობრივი მღვდელმთვარი ვლადიკავკაზიდან და აქედან გამომდინარე რუსეთის საპატრიარქო არ ყოფილიყვნენ საქმის კურსში ხსნებულ ანტიკანონიკურ მოქმედებასთან დაკავშირებით, რომელსაც პერმანენტული ხასიათი აქვს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიამ განმეორებითი და უფრო მეტად პრინციპული წერილით უნდა მიმართოს უშუალოდ რუსეთის პატრიარქ კირილს, მოსთხოვოს მას ანტიკანონიკური ქმედებების შეწყევეტა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ხოლო იმ შემთხვევაში თუკი არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა -გაწყვიტოს ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც მუდმივად უპატივცემულოდ, ძალმომრეობითად და უდიერად ეკიდება და-ეკლესიის ავტოკეფალურ საზღვრებს!
COMMENTS