ასოციაციის განცხადება მეუფე ნიკოლიზის სატელევიზიო გამოსვლაზე

ასოციაციის განცხადება მეუფე ნიკოლიზის სატელევიზიო გამოსვლაზე

სინოდის განჩინება მეტწილად არის საპატრიარქოს და სახელმწიფოს მახინჯი თანამშრომლობის მაგალითი
დეკანოზ თადეოზს შეუჩერდეს ღვთისმსახურების უფლება გარკვეული ხნით – AORE
ასოციაცია-დაუშვებელია ანტისემიტიზმი და არმენოფობია

ა/წ 18 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ზე, გადაცემა “დღის კურიერში” სტუმრად იმყოფებოდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), სადაც მან საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანეს თემებზე ისაუბრა. შემაშფოთებელია მისი მცდელობა ორაზროვანი მანიპულაციებით გააღვივოს ხალხში კოვიდ-ვაქცინისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, რაც სიცოცხლისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
შემაძრწუნებელია მისი დამოკიდებულება თანამედროვე თეოლოგიისა და თეოლოგებისადმი. იგი შეურაცხყოფას აყენებს საეკლესიო, სასულიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს, რითაც აკნინებს თეოლოგიისადმი მომავალი თაობის ინტერესს.
უკიდურესად საგანგაშოა მის მიერ ძვირადღირებული ტელეფონის პირდაპირ ეთერში ფრიალი, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ათიათასობით ბავშვი შიმშილობს და უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს, არათუ მსგავსი ტელეფონის, არამედ მასზე გამოსახული ვაშლის ყიდვის საშუალებაც კი არ გააჩნია.

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ვერ აცნობიერებს მღვდელმთავრული პასუხისმგებლობის სიდიდეს და უფრო მეტიც, ვერ იაზრებს, რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა.

მოვუწოდებთ წმინდა სინოდს, რათა მინიმუმ გაფრთხილება მაინც მისცენ ხსენებულ მიტროპოლიტს, ვინაიდან ის თავისი არასერიოზული საჯარო ქცევებით უკვე პერმანენტულად და დაუსრულებლად შეურაცხყოფს ქრისტეს განკაცების მისიას.

COMMENTS