ასოციაცია-დაუშვებელია ანტისემიტიზმი და არმენოფობია

ასოციაცია-დაუშვებელია ანტისემიტიზმი და არმენოფობია

Synod Down – ასოციაციის პასუხი წმინდა სინოდის რუსოფილ მღვდელმთავრებს
დიდ შეშფოთებას იწვევს მეუფე სპირიდონის ანტივაქსერული ქადაგებები
როგორია კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ღვთისმსახურის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგებები. შეშფოთებითა და მწუხარებით აღვნიშვნავთ, რომ ხსენებული ქადაგებები გამსჭვალულია სიძულვილისა და აგრესიის ენით. განსაკუთრებით საგანგაშოდ მიგვაჩნია ქადაგებების ის ნაწილი, რომელიც ახალისებს ანტისემიტიზმსა და არმენოფობიას. შეგახსნებთ, რომ სულ სულ მცირე ხნის წინ ანტისემიტიზმის სკანდალში გაეხვა ქუთაის-გაენათის მმართველი მღვდელმთავრი, მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) და ამავე ეპარქიის წარმომადგენელი, დეკანოზი ილია კარკაძე.

დეკანოზი თადეოზ სარალიძე უდიერად იხსენიებს ქალებსა და ბავშვებს, ახდენს მათ დისკრიმინაციას და ახალისებს ძალადობრივ ქმედებებს მათ წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ვუერთდებით საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას, დაუშვებლად მივიჩნევთ ანტისმეიტიზმსა და არმენოფობიას და მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს და ადგილობრივ მღვდელმთავარს, მოახდინონ დაუყოვნებლივი რეაგირება.

COMMENTS