25 მარტი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1917 წელს წმინდა პატრიარქების, კირიონისა და ამბროსის, ასევე სხვა სასულიერო და საერო პირთა მუხლჩაუხრელი შრომისა და თავდადებულის ბრძოლის შედეგად რუსეთის ეკლესიის მიერ მიტაცებული ავტოკეფალია დავიბრუნეთ.
თუმცა ივერიის უძველესი საყდრის სულიერი ოკუპაცია კვლავ გრძელდება, რის გამოც ჩვენი სიხარული სრულყოფილი ვერ იქნება. მოსკოვის საპატრირქო კვლავ უხეშად არღვევს საეკლესიო კანონიკურ განწესებებს და მიტაცებული აქვს აფხაზეთსა და შიდა ქართლის (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული ეპარქიები.
სამწუხაროდ, რუსული გავლენის ქვეშ მყოფი საქართველოს საპატრიარქო მიმდინარე საეკლესიო ოკუპაციის აღმოსაფხვრელად არაფერს აკეთებს და დუმს. უფრო მეტიც, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგება ისე ჩამოაყალიბა, რომ არსად უხსენებია რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალისმიერი გაუქმება.
მისი ეს საქციელი კიდევ ერთი მყარი არგუმენტია საზოგადოებისთვის, რომ მიტოპოლიტი შიო რუსული პროექტია და იგი ერთგვარ ‘‘ეგზარხოსადაც‘‘ კი მოიაზრება რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელის მეშვეობითაც მოსკოვის საპატრიარქო საკუთარი გავლენების შენარჩუნებას და გამყარებას ცდილობს ივერიის სამოციქულო საყდარში.
იხილეთ ვრცელი მიმოხილვა ავტოკეფალიის წარმთმევის და აღდგენის შესახებ
ფოტო: ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ფოტო, რომელიც გადაღებულია 1917 წლის 12 მარტს (ძველი სტილით).
ფოტოს წინა რიგში გამოსახულნი არიან ეპისკოპოსები ლეონიდე ოქროპირიძე, გიორგი ალადაშვილი, პიროსი ოქროპირიძე, ანტონ გიორგაძე.
COMMENTS